თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იტალიაში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ნეაპოლში მოხდა. დაკავებულია 21 წლის ზაურ კაკულავა.
არსებული ინფორმაციით, ნეაპოლელმა სამართალდამცავებმა ყურადღება მიაქციეს ავტობუსის გაჩერებაზე ორ პირთან ერთად მდგომ კაკულავას.
სამართალდამცველების მიახლოებისთანავე ახალგაზრდა კაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს.
ჩხრეკისას კაკულავას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოუჩინეს, რომელიც ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.