ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

რამდენიმე დღის წინ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მომღერალ ხატია წერეთლის მორიგი სკანდალური კლიპი გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ თამამი და ეროტიკული სცენებით გამოირჩევა.
Sputnik

ხატია წერეთელი საზოგადოების წინაშე პირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „ნიჭიერში" გამოჩნდა. მაშინ ამ გამოსვლის ნახვების რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. შემდეგ იყო მიწვევები რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში და ახალი კლიპები. 

ბოლო კლიპმა „შენთან სექსი მაგარია", რომელიც სულ სამი დღის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი გახდა კლიპში მომღერლის მეწყვილე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკმაოდ ეროტიკულ სცენებში იღებდა მონაწილეობას.

ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს კლიპის „შენთან სექსი მაგარია" მთავარ გმირთან იმედა ვახტანგიშვილთან.

ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

– ერთი ჩვეულებრივი, თბილისელი ბიჭი ვარ. ტურიზმის სფეროში ვმოღვაწეობ და დაკავებული ვარ ტურისტული ბიზნესით. გატაცებით ისევ ჩემი პროფესია მიტაცებს, საკმაოდ საინტერესო სფეროა ტურიზმი და სამომავლოდ ამ სფეროში დიდი გეგმებიც მაქვს.

– აქამდე მიგიღიათ კლიპში მონაწილეობა, თუ ხატიასთან ერთად გადაღებული კლიპი პირველი იყო?

– კი, აქამდეც მიმიღია კლიპში მონაწილეობა, ჩემი მეგობრების ჯგუფ life bell-ის ერთ-ერთ კლიპში ვმონაწილეობ. ხატიასთან გადაღებული კლიპი კი მეორე იყო.

ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

– როგორ მიდიოდა გადაღება და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?

– გადაღების დროს ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საერთოდ არ გაგვივლია რეპეტიცია. ყველაფერი ბუნებრივად შევასრულეთ. უბრალოდ ვიცოდით მონახაზი და ყველაფერი ერთი ემოციით, პირველივე ცდაზე გადავიღეთ.

– ხატია საკმაოდ სკანდალური მომღერალია, ელოდით იმ რეაქციას, რაც კლიპს მოჰყვა?

– თუ ხატიას წინა კლიპების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადავხედავთ, მოულოდნელი არაფერი იყო. მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის. ზოგადად რამდენი თავიცაა, იმდენი აზრია. ასე რომ, ყველას აქვს თავისი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა...

ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

– კრიტიკულ კომენტარებს როგორ შეხვდით?

– ყველა ნორმალური ადამიანისთვის კრიტიკა მისაღებია, ასევე ჩემთვისაც. თუმცა მხოლოდ ჯანსაღი.

– ყველაზე მეტად როგორმა კომენტარებმა გაგაღიზიანათ?

– სიმართლე გითხრათ, ბევრი კომენტარი არც წამიკითხავს, თუმცა, რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა, ეს იყო წყევლა.

ვინ არის მამაკაცი კლიპიდან „შენთან სექსი მაგარია"

– ხატიას გადაღებამდე თუ იცნობდით და დღეს რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

– კი, ხატიას წლებია ვიცნობ. დღეს უბრალოდ ვტკბებით ცხოვრებით და მოგზაურობით.

– მეუღლე ან მეგობარი გოგონა თუ გყავთ? ალბათ ასეთი კლიპის მერე იეჭვიანებდა...

– მეუღლე არ მყავს, ხოლო ჩემს მეგობარ გოგოს, დამიჯერეთ, არასდროს ექნება ეჭვიანობის საბაბი.

– როგორ ფიქრობთ, გააგრძელებთ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობას?

– არ ვიცი მომავალში რა იქნება, არ მიყვარს დაგეგმვა, მიყვარს სპონტანურობა. რაც შეეხება შოუ-ბიზნესს, გამიხარდებოდა საქართველოშიც რომ ყოფილიყო შოუ-ბიზნესი, ან, თუნდაც, შოუ, ან, თუნდაც – ბიზნესი. მერე შეიძლება მართლაც გვესაუბრა შოუ-ბიზნესზე...