თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა შემოწმდება

თბილისის ბაგა ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეამოწმებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მომავალ კვირაში თბილისის 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, გაზგაყვანილობის სისტემა შემოწმდება სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის და ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

რატომ დაიკეტა გორში 13 საბავშვო ბაღი

„თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“,  - განაცხადა გვანცელაძემ.

მისი განცხადებით, შემოწმების მიზნით სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.

„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, - განაცხადა გვანცელაძემ.

გაზგაყვანილობის სისტემას თბილისის ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა.

ამასთან, გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. შემოწმება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჩაატარა და სააგენტოს რეკომენდაციები მისცა.