რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

ეს საინტერესო ფრაზები და მოსაზრებები ეკუთვნის ჩვენს რესპონდენტებს, რომლებზეც სხვადასხვა დროს მასალები მოვამზადეთ. მათ როგორც ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.
Sputnik

ნატალი ზურაბიშვილი - მხატვარ-დიზაინერი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ბუნებასთან კავშირში რაცაა, ყველაფერი საოცრებაა. ალბათ არ არსებობს ხელოვანი, ვისაც ბუნება არ უყვარს. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც შეგიძლია ხელოვნებით გადმოსცე ის, რასაც გრძნობ და შენ მერე დატოვო.“

სოსო მეშველიანი - პოეტი და მწერალი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„პომპეზურობა თუ პოზიორობა ერთგვარი სენია თანამედროვე ავტორების. გულწრფელობას ყველაზე მეტად ვაფასებ შემოქმედში, ადრე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ეს თავისთავად იქნებოდა, მაგრამ ბოლოს სახტად დავრჩი, როცა დავინახე, რომ გულწრფელობა შემოქმედ ადამიანებში მართლა იშვიათობა ყოფილა“.
ანა ლაღიძე – მხატვარ-დიზაინერი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„სილამაზე რომ შექმნა, ამისთვის საჭიროა სიყვარულის უნარი, ინტელექტი და განათლება. ზოგადად, შთაგონება ან მუზა შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს.“

მარიამ კოზმანიშვილი- ფილოლოგი, პოეტი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„სიყვარულის დროს უამრავი ლექსი იწერება, მაგრამ სიყვარულიც ხომ ხშირად არაა სრულყოფილი? სიყვარულიც ტკივილთან ასოცირდება, ზოგჯერ ის მართლა ჰგავს ავადმყოფობას, მაგრამ გემრიელ ავადმყოფობას...

ნანა სუხაშვილი - ფიზიკოსი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„მე ვფიქრობ, რომ ფუჩეჩისგან დაწნული ერთი პატარა ანგელოზი ალბათ, ყველა ჩვენგანშია... მას უბრალოდ გაფრთხილება და მოფერება უნდა, ხშირად უნდა დავყვეთ მის ნებას და მაშინ სიკეთე არ მოგვაკლდება...“

ლელა ფერაძე - მხატვარ-ფერმწერი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობაა. ადამიანები! –ამისთვის ღირს ბევრი რამის ატანა, რადგან ესაა უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი“...