თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ მიმართულებით ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვა დაწესდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც ავტომობილების მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.