საქართველოში სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის 1000-მდე ნებართვა გაიცა

გასულ წელთან შედარებით, 2018 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სასამართლოებმა 2018 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის 927 ნებართვა გასცეს, რაც 2017 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია, ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაში.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებს იძიებენ, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნებართვის მოპოვება შეუძლიათ. ამასთან ნებართვაში რამდენიმე ნომერი შეიძლება იყოს მითითებული.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის >>

საგამოძიებო ორგანოების ათასზე მეტი მოთხოვნიდან 2018 წელს საქართველოს სასამართლოებმა სრულად 927 და ნაწილობრივ 54 მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 2017 წელს 528 მოთხოვნიდან სასამართლოებმა სრულად 499 და ნაწილობრივ 22 მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებართვები - ქალაქების ტოპ-ათეული

ქალაქიმოთხოვნილიადაკმაყოფილდანაწილობრივ დაკმაყოფილდაუარი ეთქვა
თბილისი6585734144
ქუთაისი92911-
რუსთავი655744
ზუგდიდი413317
ახალციხე3329-4

 

რაც შეეხება 2018 წელს გაცემულ ნებართვებს, ყველაზე მეტი გაიცა თბილისში, შემდეგ ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში.