მარნეულში ადგილობრივმა გლეხმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა

აღნიშნული ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სამარხი ზედაპირულად დაათვალიერეს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახეთში შუასაუკუნეების დროინდელი აკლდამა აღმოაჩინეს

აღნიშნულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სამარხი ზედაპირულად დაათვალიერეს.

სპეციალისტების განცხადებით, სამარხი აგებულია ქვის ფილებისგან და სავარაუდოდ შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.

უახლოესი დღეებში აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის სამუშაოები დროებით შეჩერდება. არქეოლოგები სამარხს გახსნიან და მისი შესწავლა დაიწყება.