ხანძრის შედეგად წალენჯიხაში  94 წლის მამაკაცი დაიღუპა

სახლი ხის იყო და მეხანძრეების მისვლამდე მთლიანად დაიწვა.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გოგოხიების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა.

ბათუმის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 60 მეხანძრე აქრობდა

თვითმხილველების განცხადებით, სახლი ხის იყო და მეხანძრეების მისვლამდე სრულად დაიწვა. შედეგად 94 წლის ხუტიკო გოგოხია დაიღუპა.

არსებობდა საფრთხე ცეცხლი იმავე ეზოში განთავსებულ მეორე სახლზეც გავრცელებულიყო, თუმცა მაშველებმა ამის პრევენცია მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს.