ქუთაისის ვიცე-მერმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა თანამდებობა დატოვეს

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სუს-ის თანამშრომლებმა კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე მაღალჩინოსანი დააკავეს

თანამდებობის დატოვების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი იობაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ გიორგი ჭიღვარიას მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი კი მანამდე ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა. დალაქიშვილი ვიცე-მერის პოზიციაზე სწორედ გიორგი იობაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების" საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.