დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დიზაინერ მარიამ ქიტესაშვილს. მისი კოლექციის ჩვენება უცხო ქვეყნებში ხშირად იმართება. მარიამის კოლექციაში ძირითადად ნათელი ფერები და თამამი სამოსი ჭარბობს. რამდენიმე წლის წინ, მარიამის სამოსით შეიხი მოზა და ულიანა სერგეენკო დაინტერესდნენ.
Sputnik

სულ ახლახან მარიამმა პროფილი შეიცვალა და ახლა უკვე ორიგინალური და განსხვავებული ჩანთებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

– დიზაინერი გახლავართ, თუმცა განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. უმაღლესის დამთავრებისთანავე მივხვდი, რის კეთებაც მსურდა - ეს იყო დიზაინი, ქალის  ტანსაცმლის შექმნა. ლექციების დროსაც სულ ესკიზების ჩანახატებს ვაკეთებდი, ვხატავდი გოგონებს, კაბებს... ასე დაიბადა იდეა შემექმნა ჩემი ბრენდი „მარიამ ქიტესაშვილი“. ახლა ვმოღვაწეობ სილამაზის სფეროში, მაქვს ჩემი სილამაზის სალონი და ატელიე ერთ სივრცეში.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

– როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება დიზაინს და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

– სამი წლის წინ მიმიწვიეს უზბეკეთში ჩვენებაზე. როდესაც მივიღე წერილი ორგნიზატორებისგან, არ მქონდა არც კოლექცია, არც მკერავი მყავდა, მუსიკაც კი შესარჩევი იყო ჩვენებისთვის, რადგან ეს მიწვევა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. ორი თვე მქონდა დრო. დავიწყე კოლექციის შექმნა. წარმოუდგენელი იყო, ასეთ მოკლე დროში შექმნა კოლექცია, მითუმეტეს ამ სფეროში გამოუცდელ ადამიანს. ორი თვის თავზე, თვითმფრინავში ვიჯექი და ვერ ვიჯერებდი, რომ მივფრინავდი ტაშკენტში, ჩემს პირველ ჩვენებაზე. მიმქონდა 28 კაბა ხელით შესრულებული ნაქარგებით და ეს ყველაფერი სულ რაღაც ორ  თვეში მოხდა. ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ძალიან საინტერესო სფეროში, სადაც ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დიდი გამოცდილება მივიღე. ემოციები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მივიღე, არასოდეს დამავიწყდება.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

– რა გავლენა იქონია თქვენს წარმატებაში თქვენმა ოჯახმა? რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მათი თანადგომა?

– ოჯახი ყველა გადაწყვეტილებაში გვერდით მიდგას, ამის მადლობელი ვარ და ყოველთვის ვიქნები. როდესაც ნულიდან  იწყებ კარიერას, გჭირდება თანადგომა, გამხნევება, სიტყვები „შენ ყველაფერი გამოგივა“, „აუცილებლად  შესძლებ“, „მე შენს გვერდით ვარ“ და ა.შ.  ეს ხშირად მესმის ჩემი ოჯახის წევრებისგან, რაც ძალას და რწმენას მმატებს. ჩემი შექმნილი ბევრი კაბა ჩვენს ოჯახში რჩება, ჩემი და ჩემი რძლის გარდერობი 70% „მარიამის“ კაბებისგან შედგება, რაც ძალიან მახარებს. ასევე მოხდა ჩანთებზე - ერთ ერთი პირველები ვიყავით, ვინც ჩემი ჩანთები დაიჭირა.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

– რატომ შეიცვალეთ პროფილი? რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ჩანთების წარმოება დაგეწყოთ?

– ჩანთების შექმნა შთამაგონა იდეალური ჩანთის ქონის სურვილმა. მსურდა შემეძინა ნაჭრის ჩანთა, გამორჩეული, არც დიდი არც პატარა, ამავე დროს ფერადი, მაგრამ ვერ ვიშოვე. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, წავედი ნაჭრების მაღაზიაში, ყველაზე კაშკაშა ფერის ნაჭერი შევიძინე და შევქმენი პირველი ჩანთა. ჩანთის შეკერვის პროცესი რთულია, მაგრამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, არც თითები გვენანება და არც დრო. კაბებისთვის ვეღარ ვიცლით მე და ჩემი მკერავი. ყველას ჩანთა უნდა, ზოგს საჩუქრად, ზოგს თავისთვის. გავაგზავნეთ როგორც ქალაქგარეთ, ისე საზღვარგარეთ.

– რით არის გამორჩეული თქვენი ჩანთები?

ქართველი დიზაინერი, რომლის კოლექციითაც შეიხი მოზა და ულიანა სერგეენკო დაინტერესდნენ

–  ალბათ ამ კითხვაზე ჩემი მომხმარებლებლი უკეთ გიპასუხებენ. ზოგადად ჩანთა მნიშვნელოვანი აქსესუარია ქალბატონისთვის. ის გამოხატავს მის ხასიათს, ცხოვრების სტილს, გემოვნებას. ალბათ ამით გამოირჩევა ჩემი ჩანთებიც, ინდივიდულიზმს უსვამს ხაზს.

– დღეს როგორი ჩანთებია მოდური და აქტუალური?

– დღეს მოდის ისეთი ტენდენციაა ნებისმიერი რამ არის აქტუალური, რასაც იხდენ და მოგწონს. საბედნიეროდ ჩარჩოები დაიმსხვრა, ყველა თავისუფალია არჩევანში.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

–  თქვენ ჩანთების ფასი საიდან სადამდე მერყეობს?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩანთები განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფერით, ზოგი ხელით ნაქარგია, ქართული ორნამენტებითაც მაქვს შექმნილი,  ფასი ერთია და 120 ლარი ღირს.

–  თითოეული ჩანთის დიზაინი თქვენ გეკუთვნით. რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო?

– ინსპირაციის წყარო ყველაფერი შეიძლება გახდეს. წიგნი, ნახატი, მელოდია, ამინდი, ადამიანი, ერთი წინადადებაც კი.

დახვეწილი, მოდური და ქართული – მარიამ ქიტესაშვილის ჩანთები

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– სამომავლოდ ვგეგმავ უამრავი ლამაზი და განსხვავებული პროდუქტის შექმნას. დარწმუნებული ვარ გამოვა და კვლავ შევძლებ ქალბატონების გაოცებას.