Balenciaga მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდების ტოპ-სამეულშია

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალიაა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს ყველაზე მოდური ბრენდების სიაში Balenciaga-ს მესამე ადგილი უკავია, ასეთია ონლაინ-პლატფორმა Lyst-ის მონაცემები.

დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიით დაჯილდოვდა

Lyst-ის სპეციალისტებმა, რომლებიც მოდის ინდუსტრიაზე მუშაობენ, ექვსი მილიონი მომხმარებლის ონლაინ-შესყიდვები გააანალიზეს.

მიღებული მონაცემების თანახმად, ყველაზე პოპულარულ ბრენდად Gucci დასახელდა, მეორე ადგილზეა ბრენდი Off-White, ხოლო მესამე ადგილზე განთავსდა Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა. ასევე ათეულში მოხვდნენ Fendi, Versace, დემნა გვასალიას Vetements-ი, Valentino და სხვა ცნობილი ბრენდები.

დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. Vetements-ი დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია, რაც ფრანგულად "ტანსაცმელს" ნიშნავს.

დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია "მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო მიიღო როგორც საუკეთესო "საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა".