როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

მაკა ვასაძე პროფესიით გრაფიკული დიზაინერია. ხატვა სულ პატარამ დაიწყო და თითქმის სასიცოცხლო მოთხოვნად ექცა.
Sputnik

ოთხი წლის წინ ხელნაკეთი ნივთების გაკეთება დაწყო, რომლებსაც საკუთარი ნახატებით აფორმებდა.  ამბობს, რომ ჰობიც პროფესიას უკავშირდება და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს. მის მიერ დახატული პერსონაჟები სიკეთეს, სითბოს ასხივებენ და გულგრილს არავის ტოვებენ.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ჩემი ჰობიც პროფესიას უკავშირდება და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

ბავშვობაში ხატვა მიტაცებდა და თოჯინებისთვის ტანსაცმელების კერვით ვიყავი გატაცებული, მეგონა რომ ტანსაცმლის დიზაინერი გამოვიდოდი. თუმცა მას მერე ბევრი რამე შეიცვალა, ერთადერთი უცვლელი დარჩა ჩემი ხატვისადმი სიყვარული.

- ხელნაკეთი ნივთების შექმნით როდის დაინტერესდით?

- როგორც გითხარით ბავშვობაშიც მქონდა მიდრეკილება, თუმცა უკვე სერიოზულად ხელნაკეთი ნივთების კეთება დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე. მინდოდა ჩემი ნახატები სხვადასხვა ნივთებზე გადამეტანა. ეს  პროცესი ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს, მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შრომის შედეგს ვხედავ.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- რა ნივთებს მოიცავს თქვენი ხელოვნება?

- ვაკეთებ ზარდახშებს, სანათებს, სამზარეულოს დაფებს, სურათების საკიდებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და სხვა ნივთებს. ამასთან ვხატავ პეიზაჟებს, ქალაქის ხედებს და ა.შ.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- მხატვრობას რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

- მხატვრობას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება საინტერესო არ იქნებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ დადგება დღე, როცა აღარ დავხატავ.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- თქვენს მიერ დახატული პერსონაჟები სიკეთეს და სითბოს ასხივებენ. ისინი თქვენი ხასიათის თვისებებს ხომ არ გამოხატავენ? თქვენ ხომ არ გგვანან?

- მიხარია ასე თუ აღიქვამთ ჩემს ნამუშევრებს. მიყვარს ფერადი და მხიარული ნამუშევრების შექმნა. რამდენად მგვანან ჩემი პერსონაჟები არ ვიცი, ალბათ ეს მნახველმა უნდა შეაფასოს.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- თქვენთვის როგორც ხელოვანისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფასება?

- ყველა ადამიანისათვის, ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ შეაფასებენ მის ნამუშევარს. რა თქმა უნდა  ძალიან მიხარია როცა მიქებენ და მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. მიხარია როცა გულშემატკივრების მოლოდინს ვამართლებ და ჩემი ნახატები, ნამუშევრები მათ სასიამოვნო განწყობას უქმნის.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- თვენი ოჯახის წევრები, მეგობრები როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?

-  ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან. ძალიან მოსწონთ ჩემი საქმე. ყოველთვის ვგრძნობ მათ თანადგომას და ხელშეწყობას. ზოგადად ოჯახის წევრების თანადგომის გარეშე რთულია წარმატების მიღწევა.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

- არასდროს  მიმიღია გამოფენაში მონაწილეობა. ჯერჯერობით არც მაქვს ამის ამბიცია. ვნახოთ მომავალში რა იქნება.

როცა ხატვა ცხოვრებას ცვლის

- მომავალი ახსენეთ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- როცა რაღაცას ვგეგმავ, მერე ბევრი წინაღობა მხვდება და ამიტომ ვცდილობ არაფერი არ დავგეგმო. ერთი ნამდვილად ვიცი, ხატვა ჩემი ცხოვრების ნაწილია და არასოდეს ვაპირებ