დრაკონის ცეკვა და ცეცხლოვანი შოუ: როგორ აღნიშნეს აზიაში ჩინური ახალი წელი

Sputnik

ჩინური ახალი წელი – ეს უძველესი და მთავარი დღესასწაულია შთამბეჭდავი სანახაობით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აღნიშნავენ ყველაზე ხანგრძლივ დღესასწაულს ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში.

ჩინური ახალი წელი, ანუ გაზაფხულის დღესასწაული 2019 წელს 5 თებერვალს დაემთხვა. მთვარის კალენდრის საფუძველზე შექმნის გამო დღესასწაულს არ გააჩნია კონკრეტული თარიღი, ის მოძრავი კალენდრით განისაზღვრება, თუმცა ძირითადად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდს ემთხვევა.

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ჩინეთში იწყებენ სახლების ტრადიციულ წინასაახალწლო დალაგებას: რეცხავენ, ალაგებენ და ყრიან ყველაფერ ზედმეტს. ამგვარად სახლიდან გასული წლის „უიღბლობებს იშორებენ" და სახლში კეთილდღეობას და იღბალს უხმობენ.

ყველა ქუჩა და ყველა სახლი ირთვება წითელ ფერში, ვინაიდან ეს დღესასწაულის მთავარი ფერია. მიიჩნევა, რომ წითელ ფერს მოაქვს იღბალი და აფრთხობს ავ სულებს. სახლების შესასვლელებთან აკრავენ წითელ ფურცლებს, სადაც ყველას სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებენ.

 

1 / 12
ჰონკონგში ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჩუქნიან წითელ კონვერტებს ფულით, სახლები და ოფისები ბრწყინავენ სისუფთავისგან, კარებზე გამოკრულია წითელი ფურცელი მილოცვით, ტაძრები სავსეა მორწმუნეებით და მთელი ქალაქი აღლუმისა და შთამბეჭდავი ფეიერვერკის მოლოდინში არიან
2 / 12
ჩინური ახალი წელი ტაილანდში გაცილებით ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ტრადიციული ლომების, წმინდა დრაკონებისა და წითელი ფარნების გარეშე არც აქ ხვდებიან დღესასწაულს
3 / 12
ახალი წლის ღამეს ტაილანდში თითქმის ყველა სხვა ხმას ახშობს პატარა და დიდი ფეიერვერკების აფეთქება. ტაილანდელების რწმენით, აფეთქებების ხმა უწმინდურ ძალას აფრთხობს
4 / 12
ახალი წლის დადგომის მომენტში მალაიზიის დედაქალაქში ცეცხლოვანი შოუ იწყება. ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავია, რომ მხოლოდ მის გამო იქ ასობით და ათასობით ადამიანი ჩადის
5 / 12
პეკინში ახალი წელი იგივე გაზაფხულის დღესასწაულია. ერთკვირიანი ზეიმის პირველი ხუთი დღე განკუთვნილია შეხვედრებისათვის. ნათესავები, მეგობრები, თანაკლასელები, თანამშრომლები ერთმანეთს სტუმრობენ და ახალ წელს ულოცავენ
6 / 12
სამხრეთ კორეაში ახალი წლის პირველ დღეს ახალგაზრდები უფროსებს ხვდებიან და სამჯერ უხრიან თავს, იმუხლებიან და შუბლით წინ გაწვდილ ხელებს ეხება. სამაგიეროდ უფროსები მათ ტრადიციულ კორეულ ტკბილეულს და ფულს ჩუქნიან
7 / 12
ვიეტნამში ახალ წლის დადგომას ყოველთვის ხმაურიანად აღნიშნავენ. დღისით ქუჩებში ზარებს რეკენ და დოლურებს ურტყამენ, ღამით კი ფეიერვერკებს ისვრიან. განსაკუთრებით შთამბეჭდავ ფეიერვერკებს ჰოშიმინსა და ჰანოეში ისვრიან
8 / 12
საახალწლო ზეიმების ცენტრი ინდონეზიის მთავარი ტურისტული კუნძული ბალია. მონატრებული ღამე შესანიშნავი მიზეზია გამოვჩნდეთ ჩვენც და დავინახოთ სხვებიც, ამიტომ ბალის მაცხოვრებლები მართავენ კარნავალს მუსიკით, ცეკვებითა და თეატრალიზებული ქუჩის წარმოდგენებით
9 / 12
ახალი წლის აღნიშვნის პერიოდში ფილიპინებზე ტარდება უამრავი მუსიკალური ფესტივალი, იმართება ხმაურიანი საახალწლო ბაზრები. ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ნაკეთობები, უჩვეულო ფარნები და ტროპიკული ხილი
10 / 12
ტრადიციული დრაკონის ცეკვა ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას კამბოჯაში
11 / 12
ახალი წლის აღნიშვნის დროს ჩინეთში ხალხი არომატულ სანთლებს ანთებს და ლოცულობს
12 / 12
ახალი წელი - ეს ჩინეთის მოსახლეობისათვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ტოკიოში ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად სატელევიზიო ანძას ანათებენ. აქ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეხვდეთ საახალწლო ბაზრობას, ქუჩის საკვებს, ასევე ტემატურ დეკორაციებს