თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მარიამ ქვრივიშვილი მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
ქვრივიშვილმა აღნიშნულ პოსტზე გიორგი ჩოგოვაძე შეცვალა, რომელიც გასული წლის დეკემბერში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი უფროსი 1990 წელს დაიბადა, მუშაობდა კომპანია Flydubai-ში. სწავლობდა საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში.
უწყებამ ქვრივიშვილი კონკურსის წესით შეარჩია.