სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი გახდება

საქართველოში ჰარასმენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებენ
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროებისთვის ფულადი ჯარიმების შემოღებას გულისხმობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა, სადაც იქნება მითითებული, რომ სექსუალური შევიწროება - ეს არის სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

უელსის მინისტრმა სექსსკანდალის გამო თავი მოიკლა

გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების ცნება საქართველოს შრომის კოდექსში გაჩნდება.

კანონპროექტის შემქმნელები სექსუალური შევიწროებისთვის 300 ლარის ოდენობით ჯარიმის შემოღებას სთავაზობენ, ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.