იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Diesel-მა მარკეტინგულ სვლას მიმართა და ციურიხის (შვეიცარია) მოსახლეობას უფასო ჯინსები შესთავაზა.
ოღონდ ერთი პირობით: მას, ვისაც ძვირადღირებული ბრენდის ჯინსების მიღება სურს, ის ყინულის „ტყვეობიდან“ უნდა გაათავისუფლოს, შემდეგ კი მაღაზიაში მიიტანოს, სადაც სასურველი ზომის სამოსში გაუცვლიან.
მიუხედავად რთული დავალებისა, Diesel-ის ჯინსების ჩაცმის მსურველი ბლომად აღმოჩნდა, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყინულის სქელ კუბში მოქცეული სამოსის „გამოსახსნელად“.