სამართალდამცველებმა ისანში მაღაზიების ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა 22 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ოფისში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.