რუსთავში მაღაზიების გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულს სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ისანში მაღაზიების ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსთავის მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.