თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისიდან სეიფი მოიპარეს, სადაც 7 ათას ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე 45 და 43 წლის ორი მამაკაცი დააკავა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.