ვითარება საქართველოს გზებზე: დაწესდა შეზღუდვები

შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.