თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუსტარულად დამონტაჟებული 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახსა და კორპუსის მცხოვრებლებს. დანადგარების უმრავლესობა მოქალაქეების ბინებში გაზის ქსელიდან განმეორებით ჩაიჭრა“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციაში.
მონაცემები უბნების მიხედვით:
1. ჩუღურეთი ნაძალადევი – 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი
2. სამგორი – 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
3. გლდანი-სანზონა-თემქა – 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
4. დიღომი-დიდუბე – 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
5. ვაკე-წყნეთი – 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
6. ისანი-ვაზისუბანი – 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
7. მთაწმინდა-კრწანისი – 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
8. ნუცუბიძე – 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
9. საბურთალო – 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ აკრძალული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რადგან ამით საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს, ოჯახსა და კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს.