გიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მხარეებმა არსებული ურთიერთობები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბაურჯან მუხამედჯანოვს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარიამ სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტები, აგრეთვე, უწყების სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი გახარია აშშ-ში ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

ჩინოვნიკებმა არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველომ და ყაზახეთმა გასულ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს.

ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩია ზურაბ აბაშიძე.

ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, ის თანხას საქართველოში ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში დებდა.

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულმა საქონელბრუნვამ თითქმის 77 მილიონი დოლარი შეადგინა.