ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს

დაკავებულს, რომელმაც დანაშაული აღიარა, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი  — Sputnik.  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში  მეჩეთთან 19 წლის ბიჭი ჩაცხრილეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა

წინასწარი ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი პირადი შურისძიება გახდა.

ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. 

 რაც შეეხება დამნაშავეს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, იგი პოლიციას ჩაბარდა.

მომდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღიძრა, რაც 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.