ოთხი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

არასრულწლოვანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძარცვების სერია ქუთაისში: საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს

უწყების ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე მოქალაქეების კუთვნილი ოთხი ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის ჩადენილ ქურდობას გულისხმობას. დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.