რატომ იკეტება „სარფის" საბაჟო

მგზავრებისა და ავტომანქანების გატარებაზე შეზღუდვა მგზავრების ახალი დერეფნის გახსნისა და კომპიუტერული სისტემების გადატანის გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „სარფის" სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე 31 იანვარს მგზავრებისა და ავტომანქანების გატარება შეჩერდება, აღნიშნულია ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეს ხელი მოტეხეს

მგზავრებისა და ავტომანქანების გატარებაზე შეზღუდვა მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნისა და კომპიუტერული სისტემების გადატანის გამო დაწესდა.

კერძოდ, „სარფის" ტერიტორიაზე მგზავრებისა და ავტომანქანების გატარება 31 იანვარს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე (თურქეთის დროით 10:00-18:00 სთ) პერიოდში შეჩერდება.

საკონსულოს ინფორმაციით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.