ზურაბიშვილი თებერვალში ქუთაისსა და ავღანეთში გაემგზავრება

პრეზიდენტმა მომავალი თვის ვიზიტების განრიგზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თებერვალში ქუთაისში გამგზავრებას და რამდენიმე ევროპული ქვეყნის სტუმრობას გეგმავს.

ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად ბრიუსელს 21-24 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან დონალდ ტუსკთან და ჟან-კლოდ იუნკერთან, ასევე ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთთან საბორნე მიმოსვლის გაფართოების მომხრეა

„შემდეგი თვის პროგრამა მოიცავს შემდეგ ვიზიტებს, ეს იქნება საფრანგეთი, გერმანია და ავღანეთი, როგორც გაცხადებული მქონდა ადრე. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს,  ქუთაისში თებერვლის დასაწყისში ჩავალ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ავღანეთში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support).

ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა - არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა.