ბათუმში ხელფეხშეკრული კაცი იპოვეს

მევალე ოჯახს 26 წლის მამაკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ მის კუთვნილ 18 ათას დოლარს სთხოვდა.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში ხელფეხშეკრული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვლიც ემჩნეოდა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაზარალებულმა გასული წლის აგვისტოში 18 ათასი დოლარი ისესხა და, მოთხოვნის მიუხედავად, ვალს არ აბრუნებდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, მევალე მათ ურეკავდა და თანხას მოითხოვდა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი დატყვევებულის გათავისუფლებას არ აპირებდა.

ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა თანხის შეგროვებას, თუმცა, მოგვიანებით დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.