თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება, რის გამოც თბილისის ქუჩების გარკვეული ნაწილი გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.
საახალწლო განათების დემონტაჟი თბილისში ეტაპობრივად ხორციელდება.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.