ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დანაშაულზე მარნეულსა და რუსთავში ორი მამაკაცი დააკავეს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მარნეულსა და რუსთავში ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვანის რაიონში მამაკაცი მოკლეს

მარნეულში დააკავეს 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ა., ხოლო რუსთავში - 1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ.

სამართალდამცველებმა „იერიხოს“ ტიპის პისტოლეტი ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას  ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ფ.ა.-ს ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.