ბორჯომსა და ბაკურიანში კაფეები და რესტორნები დარღვევებისთვის დაჯარიმდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების შემოწმებებს სისტემატურად ატარებენ.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ბორჯომსა და ბაკურიანში 33 კაფე და რესტორანი დააჯარიმეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რით ვიკვებებით კაფე-რესტორნებში – თბილისში 7 ობიექტი დაიხურა >>

სააგენტოს სპეციალისტებმა შეამოწმეს 57 ობიექტში, აქედან 33-ში აღმოაჩინეს სხვადასხვა დარღვევა, რაც პროდუქტების შენახვის პირობებსა და ვარგისიანობის ვადას ეხება. შვიდ შემთხვევაში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ობიექტები კვლავ შეძლებენ განაგრძონ კლიენტების მომსახურება.

რას ვჭამთ: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტები

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

ინსპექტორები კაფეს წარმომადგენლებს აძლევენ რეკომენდაციებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა აუცილებელი სტანდარტი.