გორში 11 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. გორში 11 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. მას წვივის მოტეხილობა აქვს.

მცხეთასთან ავარიამ შუახნის მამაკაცი იმსხვერპლა

შემთხვევა დღეს გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.