თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს, იუწყება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
„როგორც ჩანს, ძაღლმა მდინარის დამშრალ ნაპირამდე მიაღწია, ან დინებამ გამორიყა“, – აღნიშნეს სააგენტოში.
მაშველებმა ცხოველი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ძაღლს თავშესაფარში ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.
გადარჩენილი ჰასკი თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.