დარიალის ხეობაში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერთან საფეხმავლო ხიდი აიგება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დარიალის ხეობაში ხიდის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დარიალის ხეობაში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსთან მდინარე თერგზე საფეხმავლო კიდული ხიდის აგება იგეგმება, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.

აშენდა გერგეტის სამებისკენ მიმავალი ახალი გზა >>

დარიალის ხეობა საქართველო-რუსეთის საზღვართან 165 კილომეტრში მდებარეობს.

ხიდის აგების პროექტზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, ხოლო მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო.

თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას

ტენდერის მონაწილეებმა კონკრეტული გეგმისა და ნახაზის მიხედვით შედგენილი პროექტი 9-დან 12 თებერვლამდე უნდა წარადგინონ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარია.

ხის ხიდის სიგრძე 118 მეტრს, სიგანე კი 130 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს. ხიდის მშენებლობა სამუშაოს დაწყებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა ყველა წინადადების განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.