ნათლისღების მეორე დღეს რიგით 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეისთვის ილია მეორეს 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ნათლისღების მეორე დღეს სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება,  იუწყება პირველი არხი. 

ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 17:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდება. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. ილია მეორეს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

დღეისთვის ილია მეორეს 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.