თბილისში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დააზიანა აღნიშნული აპარატი.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში  მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ვეფხისტყაოსნის ტყე“ ყოფილ ნაგავსაყრელზე - რას სთავაზობენ ქალაქის მერს

შემთხვევა კიკვიძის ბაღში მოხდა, სადაც მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები 2018 წლის დეკემბერში, პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში განთავსდა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყლის სურვილს მოიკლავენ.

გასული წლის დეკემბერში, მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატები რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დაიდგა.

კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.