საქართველოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა - სომხეთში გაზის ტრანზიტის ბედი

საქართველოს პრემიერმა საქართველოს გავლით სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველო არ აპირებს უარის თქმას სატრანზიტო ფუნქციაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბრისას რუსულ კომპანია „გაზპრომთან“, რომელიც ქართული ტერიტორიის გავლით სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის.

საქართველომ სომხეთში გაზის ტრანზიტი შეაჩერა >>

საქართველო და „გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. მანამდე ქართული მხარე ტრანზიტის საფასურს ბუნებრივი აირის სახით იღებდა. ახალი ხელშეკრულება ორი წლის ვადით დაიდო - პირველ წელს საქართველო საფასურის ნაწილს ბუნებრივი აირის სახით იღებდა, მეორე წელს კი საფასური მთლიანად ფულადი სახის გახდა. შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ღონისძიებაზე მიიწვიეს

„ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ.  საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს სატრანზიტო ფუნქციით და ასე გავაგრძელებთ, რადგან ეს ჩენს ინტერესებშია. რაც შეეხება ხელშეკრულებას, იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, ეკონომიკის სამინისტრო მას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს ჩვენი მედიის საშუალებით“, - განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს 2017 წლიდან აღარ ყიდულობს. ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.

2017 წელს სომხეთში საქართველოს გავლით ტრანსპორტირებულია დაახლოებით 2 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირი, ხოლო 2018 წლის პირველ ცხრა თვეში - დაახლოებით 1,4 მილიარდი (1%-ით მეტი).

რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული კონტრაქტი ყოველწლიურად 2,5 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს.