ნათლისღების ღამეს რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

დანაშაული გუშინ ღამით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. წაღებულია 250 ლარის ოდენობით თანხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.