საქართველოში თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნება

დნმ-ის ლაბორატორია, რომელის შსს-ში გაიხსნება, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოელმა ექსპერტებმა ლუგარის ცენტრის „საიდუმლო“ შეიტყვეს >>

ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების ექსპერტიზის დასკვნების დროული მომზადება. გარდა ამისა, ლაბორატორია 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

თბილისის განმარტებებმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მოსკოვი ვერ დაარწმუნა

ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზებს გამოიყენებენ. გარდა ამისა, ლაბორატორია ბიუროს ამ ბაზების შევსებაში დაეხმარება.

დნმ-ის ანალიზის მეთოდი 1984 წლის 9 სექტემბერს ბრიტანელმა გენეტიკოსმა ალეკ ჯეფრისმა გამოიგონა. პირველად ეს მეთოდი 1986 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს.

ამჟამად დნმ-ის ანალიზი გამოიყენება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დროს სხვადასხვა დანაშაულის გახსნის მიზნით, ასევე ნათესაური კავშირის დასადგენად და სხვა ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებას უკავშირდება.