დემნა გვასალიამ პარიზში ჩვენებაზე „ღორის გრიპის" თემა გაათამაშა

გვასალია აქტუალურ თემებს ხშირად ეხმაურება, ახლაც უყურადღებოდ არ დაუტოვებია „ღორის გრიპის" თემა, რომელიც გავრცელდა საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ გუშინ პარიზში წარმოადგინა ზამთრის ახალი კოლექცია თავისი ბრენდის Vetements-სთვის.

ძმები გვასალიები მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ

ჩვენება „ევოლუციის დიდ გალერეაში" გაიმართა, სადაც პოდიუმზე, მოდელების გარდა, თავს იწონებდნენ უზარმაზარი ჟირაფები, ზებრები თუ მაიმუნები.

დემნა გვასალია ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ მახინჯისგან ლამაზს ქმნის, არამედ იმითაც, რომ მისი კოლექციები ქვეტექსტებით არის სავსე. მაგალითად, ერთ-ერთი ჰუდი (ზედა კაპიუშონიანი სამოსი) წარწერით I survived swine flu, so now I'm vegan („გადავურჩი ღორის გრიპს, ამიტომ ახლა ვეგანი ვარ"), ძალზე აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისთვის.

საქართველოში ვირუსული დაავადებების გავრცელების სეზონია. განსაკუთრებით საშიშია H1N1, ე.წ. ღორის გრიპი. ამ ვირუსით საქართველოში 18 ადამიანი დაიღუპა.

დემნა გვასალიამ პარიზში ჩვენებაზე „ღორის გრიპის" თემა გაათამაშა

გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. თითოეული მისი კოლექცია სეზონის ჰიტია.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა>>

2017 წელს გვასალია აშშ-ის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) პრემიის, „მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გვასალია „საუკეთესო უცხოელ დიზაინერად" დაასახელეს.