ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე წრეზე მიდის

სფფ–ს მოქმედი პრეზიდენტი დაგეგმილ არჩევნებში ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, იგი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა, ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. 

ქართველი ფეხბურთელი ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა

ამ დროისთვის კობიაშვილი ფედერაციის  30 სუბიექტიდან 27–მა წარადგინა, აღნიშნული მომენტისთვის სფფ–ს მოქმედი პრეზიდენტი აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატია. სუბიექტებისგან განცხადებების მიღება ფედერაციაში 21 იანვარს დასრულდება.

„დღეს არანაკლებ მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო.  ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი, ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ,  15 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.