ჟამერაშვილი: მეექვსე სართულზე ვიღაც ქალის ხმა გავიგე – მიშველეთო

მედიაჰოლდინგ „პალიტრის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი „Sputnik–საქართველოსთან“ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ღამეს იხსენებს.
Sputnik

„მეგობართან ვიმყოფებოდი გვერდით კორპუსში, როცა მოხდა აფეთქება. კორპუსი შეზანზარდა და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. აპარატურა ავიღე და გამოვიქეცი, არ ვიცოდი, რა მოხდა და სად მოხდა. ხალხი ერთი მიმართულებით გარბოდა და მეც იქით გავიქეცი. სიტუაციას ჯერ არავინ აკონტროლებდა. ვიღაცამ დაიძახა, შემომყევით, მიშველეთო და მეც დაუფიქრებლად შევყევი“, – იხსენებს გიორგი ჟამერაშვილი.

ფოტოკორესპონდენტის თქმით, იქაურობა საშინელი სანახავი იყო – ჩამონგრეული კედლები, მოგლეჯილი კარები, ჩამოვარდნილი ლიფტი.

გიორგი ჟამერაშვილია იმ სულისშემძვრელი ფოტოების ავტორი, რომელიც წუხელ გავრცელდა სოციალურ ქსელში ტრაგედიის ადგილიდან.