თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რეჟისორ გია კაჭარავას ქართული კომედია „პრეზიდენტი“ ეკრანებზე 17 იანვარს გამოვა, იუწყებიან ფილმის შემქმნელები.
მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს >>
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი ფოსტალიონია. ბედისწერა მის ცხოვრებას თავდაყირად აყენებს და ის პრეზიდენტი ხდება. მისი მშვიდი და წყნარი ცხოვრება იქცევა ნამდვილ თავგადასავლად, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით და თავბრუდამხვევი ცვლილებებით.
ფილმში როლებს ასრულებენ დავით დვალიშვილი, ბექა ქამხაძე, გელოდი ფოცხიშვილი, მაია ლომიძე, ოთარ მიქელაძე, ნუკრი გურეშიძე და სხვ.
გია კაჭარავა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 1976-1991 წლებში კინოსტუდია „ქართულ ფილმზე“ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. მის ანგარიშზეა ისეთი გახმაურებული ფილმებია, როგორიცაა „მაიტა ნასოსი“ (2010), „დონ ჟუანის დაბადება“ (1995), „ბლუზი“ (1993).