თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, იანვრის ტურნირზე – ჰაცუ-ბაშოზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა.
სავარაუდოდ, ასეთი წარუმატებლობის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა, რომელიც გორგაძემ ჰაცუ-ბაშოს სტარტამდე მიიღო.
გორგაძე, რომელმაც გასულ წელს ოძეკის ტიტული მიიღო, სეკივაკემდე ჩამოქვეითდება, თუ მარტის ტურნირზე ვერ შეძლებს კატიკოსის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირებას.
ტოჩინოშინი გასული წლის იანვრის ბაშოს მოქმედი გამარჯვებულია. გასულ წელს მან ტურნირი მოიგო – 14 გამარჯვებითა და მხოლოდ ერთი მარცხით პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.