საიდან და რამდენ ფულს აგზავნიან საქართველოში

ყველაზე მეტი ფული საქართველოში გადმორიცხეს რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების ოდენობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 150,9 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – 2018 წლის დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმოირიცხა დაახლოებით 43,8 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,7%-ით ნაკლებია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია>>

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან დეკემბერში 29% იყო.

ფულადი გადმორიცხვები 2018 წლის დეკემბერში. ლიდერი ქვეყნების ექვსეული

ქვეყანამოცულობა (მილიონი, აშშ დოლარი)ზრდა %
რუსეთი43,8–2,4
იტალია19,9930
საბერძნეთი17,113
აშშ15,115
ისრაელი13,04,6
თურქეთი7,8–22

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-დეკემბერში 14,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 0,5%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-დეკემბერში დაახლოებით 457,5 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვები 2018 წელს. ლიდერი ქვეყნების ექვსეული

ქვეყანამოცულობა (მილიონი, აშშ დოლარი)ზრდა %
რუსეთი457,50,5
იტალია191,233,8
საბერძნეთი163,116,0
აშშ159,412,3
ისრაელი151,126,9
თურქეთი105,6–3,4

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის დეკემბერში გადარიცხულია 21,7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის 9,3%-ით მეტია. მთლიანობაში 2018 წლის 12 თვეში საქართველოდან დაახლოებით 229,6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.