თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აფეთქება ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.