რა უდევს ჩანთაში თბილისის მერის ცოლს? ანუკი არეშიძემ ინტერვიუ მისცა Vogue Russia-ს

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ისაუბრა იმაზე, თუ რას ატარებს მუდმივად ჩანთით.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე Vogue Russia-ს ახალი გამოშვების გმირი გახდა, სადაც ცნობილი ადამიანები თავიანთი მოდური ჩანთის „შიგთავსზე" საუბრობენ.

რატომ არ აჩენს საზოგადოების წინაშე მეოთხე შვილს ანუკი არეშიძე

არეშიძე კადრში ელეგანტური ჩანთით მოჩანს და მაყურებელს აფრთხილებს, რომ, რადგან მისი რუსული არცთუ კარგია, ინგლისურად ილაპარაკებს. მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ფრაზა მან სწორედ რუსულ ენაზე თქვა, რითიც აქცენტთან დაკავშირებით მრავალი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

„სახლიდან გასვლისას ყოველთვის მიმაქვს თან ჩემი ყველა ტელეფონი", – აღნიშნა არეშიძემ. და მართლაც, მას სამი ტელეფონი აქვს. ერთი სამუშაოსთვის, მეორე – ოჯახისა და ფოტოებისთვის, მესამე – მეგობრებისთვის.

თავისი „სიყვარული" უწოდა მან ფოტოაპარატს, რომლის გარეშეც ვერ ძლებს. ამაზე მეტყველებს მისი მრავალი ლამაზი ფოტო Instagram-ზე.

შემდეგ მან ისაუბრა დიდ შავ სათვალეზე Celine-სგან, ბებიის „ჯადოსნურ" სარკეზე და ორგანაიზერზე, რომელსაც თავისი იდეების ჩასაწერად, ასევე, თუ მუზა ეწვევა, ესკიზების ჩასახატად იყენებს.

ანუკის არ ავიწყდება ასევე კანის მოვლის საშუალებებიც: სახისა და ხელის უნივერსალური კრემი მას მგზავრობისას იცავს. არეშიძეს ჩანთაში ასევე უდევს წითელი პომადა MAC-სგან და Chanel-ის ტუში, რომელსაც უკვე შვიდი წელია არ ღალატობს.

ანუკი არეშიძე: თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ბევრი შვილი გააჩინეთ

„ეს კი ბარათია კლინიკიდან, სადაც ვაჟი გავაჩინე. მას ნიკოლასი ჰქვია. ამას თან ვატარებ", – აღნიშნა ახალგაზრდა დედამ თავის „სუვენირზე".

გადაღების ბოლოს, ტრადიციულად, გაიმართა ბლიც-ინტერვიუ, რომელშიც ანუკის შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აერჩია. ამგვარად: არეშიძე საღამოზე უფრო დილას ანიჭებს უპირატესობას, უყვარს ძაღლები და ასევე უპირატესი მისთვის ჩანთაა და არა ზურგჩანთა. როგორც ჭეშმარიტმა მოდის მიმდევარმა, ქუსლიანსა და კედებს შორის არჩევანი ქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა. ასევე მაყურებელმა შეიტყო, რომ ანუკის ზამთარი უფრო უყვარს, ვიდრე ზაფხული და ფეხით სეირნობას ანიჭებს უპირატესობას.

ანუკი არეშიძე თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეა. წყვილს ოთხი ვაჟიშვილი ჰყავს. ამასთან დაკავშირებით ბევრი ხუმრობს, რომ კალაძე თავის საფეხბურთო გუნდს ქმნის. კალაძე და არეშიძე 2013 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს.