თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი ემსხვერპლნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილებს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.