რუსთავში ავტომობილი გადატრიალდა - დაშავებულია ხუთი ადამიანი

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსთავში ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მეგობრობის ქუჩაზე რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე Nissan-is მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მოძრაობის მანიშნებელს დაეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევისას ავტომობილში მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანაში მყოფ ორ მგზავრს სამედიცინო დახმარება ექიმებმა ადგილზე გაუწიეს და კლინიკაში მათი გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.