რუსეთი მზადაა, გადასცეს უკრაინას ყირიმში დარჩენილი სამხედრო ტექნიკა

ნახევარკუნძულზე დარჩენილია ათობით უკრაინული სამხედრო ხომალდი, ათობით საავიაციო ტექნიკა და ასევე ჯავშანტექნიკა, თუმცა ეს ყველაფერი სავალალო მდგომარეობაშია.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. რუსეთი მზადაა, გადასცეს უკრაინას სამხედრო გემები და ავიატექნიკა, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულზეა დარჩენილი, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. 

ყირიმი თურქეთს აფრთხილებს, არ დაუჭიროს მხარი „მეჯლისს“

„ჩვენ, როგორც იცით, ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ სამხედრო ქონების, ტექნიკის გადაცემა. ყირიმიდან უკრაინაში რამდენიმე ეშელონი გაიგზავნა... ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ეს პროცესი“,  განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, ნახევარკუნძულზე დარჩენილია ათობით უკრაინული სამხედრო ხომალდი, ათობით საავიაციო ტექნიკა და ასევე ჯავშანტექნიკა, თუმცა ეს ყველაფერი სავალალო მდგომარეობაშია, ვინაიდან „მთელი ამ წლების განმავლობაში არავინ უვლიდა“.