ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა გაიხსნა

დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის და დიდი ავტობუსების მოძრაობა ისევ აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ მიმართულებით გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში რუსი ტურისტი მოჰყვა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამგვარად, რუსეთის მიმართულებით მოძრავი ტრაილერები გზის გახსნას უკვე ერთი კვირაა ელოდებიან, 5 იანვრის ღამის შემდეგ.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გაჩერება აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.